05 მაისი 2024,   20:55
ვრცლად
ძალადობა და ვანდალიზმი სამხრეთ აფრიკაში - არეულობას 72 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ აფრიკაში არეულობების შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას დაპატიმრების შემდეგ დაწყებული გამოსვლები ძალადობასა და ვანდალიზმში გადაიზარდა.

მომიტინგეებმა დააზიანეს ბიზნეს-ობიექტები. სამართალდამცველებმა ათასამდე პირი დააკავეს.

პოლიცია აცხადებს, რომ გარდაცვალების შემთხვევების უმრავლესობა ჭყლეტას უკავშირდება. მომიტინგეები აცხადებენ, რომ გამოსვლებს იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ ზუმა არ გათავისუფლდება. ყოფილ პრეზიდენტს 15 თვიანი პატიმრობა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო მიუსაჯეს.

დღის ამბები