დღეს "რუსთავი 2-ში" 203-ე სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლის და სტუდია "პიონერფილმის" მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მათ ტელევიზია, სტუდიები და საინფორმაციო სამსახურის ნიუსრუმი დაათვალიერეს. ადგილზე გაეცნენ ტელეკომპანიის მუშაობის სპეციფიკას - როგორ მაუწყებლობს "კურიერი" პირდაპირ ეთერში.
ბავშვები შეხვდნენ წამყვანებსა და ჟურნალისტებს. მათთან ერთად, "რუსთავი 2-ში" იმყოფებოდნენ 203-ე სკოლის პედაგოგები და "პიონერფილმის" ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე, რომელიც სტუდიას 1975 წლიდან ხელმძღვანელობს.