20 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
რას ყვებიან დაკავებული ჩემპიონის ოჯახში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე

მოჭიდავეები პოლიციის წინააღმდეგ - ხობში, პოლიციელებზე განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებული სპორტსმენის, მსოფლიო ჩემპიონის ნუგზარ წურწუმიას დედა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მის შვილს პოლიციასთან ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და სპორტსმენს სახელს უტეხენ.

"თვითონ ის ნასვამი იყო და რამე თუ დააშავა, ჩემმა შვილმა რა დააშავა ისეთი, რატომ უნდა იყოს ის სამი დღე ნუგო წურწუმია იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო. მე სახლში ვიყავი, დაბადების დღეზე იყო ნუგზარი, ვარლამ კვარაცხელიაც, სახელს რომ უტეხავენ ეგ არ მინდა,"- ამბობს ნუგზარ წურწუმიას დედა.

სამართალდამცველებთან ჩხუბის ფაქტს ადასტურებენ ადგილობრივებიც.

"ჩხუბი მოხდა პოლიციელებთან, ნაცემია, თუ არა პოლიციელი მართლა არ ვიცი, კამერებია და გადაღებულია, პოლიციას ჩანაწერი ამოღებული აქვს,"- ამბობს იმ მარკეტის მეპატრონე, სადაც დაპირისპირება მოხდა. 

ჭიდაობის ფედერაციის პრეს-სამსახურის უფროსი ოთარ მაღლაკელიძე კი ამბობს, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობა ტოკიოში ოლიმპიადაზე იმყოფება და მომხდარზე ფედერაციაში ინფორმაციას არ ფლობენ. 

როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა ხობში სპორტსმენები დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის ქართულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია.

შემთხვევა ხობის ცენტრში მოხდა. სასურსათო მაღაზიასთან მყოფ რამდენიმე პირს პოლიციამ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რა დროსაც მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

დღის ამბები