19 აპრილი 2024,   16:04
ვრცლად
აბაშის რაიონში 40 წლამდე ასაკის გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ - ის თხილის საკრეფად იყო წასული და დაიკარგა

აბაშის რაიონის ერთ-ერთ სოფელში თხილის საკრეფად წასული 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გაუჩინარდა.

ახმედ ბუსკანძე თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად ხობიდან იყო წასული, მუშაობის პროცესში მამაკაცი ჯგუფს ჩამორჩა, მას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, სამუშაო ადგილზე დაკარგული მამაკაცის კუთვნილი მობილური ტელეფონი იპოვეს, რომელსაც, სავარაუდოდ, სამართალდამცველები სწავლობენ.

ახმედ ბუსკანძის საძიებო სამუშაოებში ჩართული არიან სამართალდამცველები და დაკარგული მამაკაცის ახლობლები.

დღის ამბები