31 ოქტომბერი 2026,   21:26
ვრცლად
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ მუნიციპალიტეტისთვის და რეგიონისთვის - დავით სონღულაშვილმა საზოგადოებას "სიღნაღობა" მიულოცა

"სიღნაღობა 2026" - სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე საფესტივალო ღონისძიებები იმართება. ადგილზე გამოფენილია ტრადიციული ფოლკლორული სამოსი, ისტორიული ნივთები. ეწყობა კულინარიული მასტერკლასებიც.

ფესტივალის ფარგლებში, ქალაქში თემატური დეკორაციები განთავსდა, ადგილობრივი მეწარმეების მიერ მოეწყო გამოფენა-გაყიდვაც. სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი სპორტული და საბავშვო აქტივობებისთვის. საღამოს დაგეგმილია გალაკონცერტი.

სახალხო დღესასწაულს პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრება. შალვა პაპუაშვილი სიღნაღში დეპუტატებთან ერთად ჩავიდა. სიღნაღშია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიც. დავით სონღულაშვილმა, საზოგადოებას სახალხო დღესასწაული მიულოცა.

"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, ეს ღონისძიება არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ მუნიციპალიტეტისთვის და რეგიონისთვის. ასეთი ღონისძიებები აძლევს შესაძლებლობას ქალაქსაც და მუნიციპალიტეტსაც კიდევ ერთხელ გახდნენ მასპინძლები ძალიან ბევრი სტუმრის, იყოს მიზიდულობის ცენტრი რეგიონისთვის და შესაბამისად ასეთ დღეებში კიდევ ერთხელ აღინიშნოს ქალაქის იდენტობა, ის კულტურული მრავალფეროვნება, რომელიც სიღნაღს განსაკუთრებულად მრავალფეროვნად აქვს", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დღის ამბები