16 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა

მოსკოვი პროვოკაციებს განაგრძობს. ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურები დაამტკიცა.

შესაბამისი განკარგულება, სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, "ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა, მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე".

ასევე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან იქ, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს. დოკუმენტზე ხელმოწერა რუსეთის პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის ფედერაციის სახელით უკვე დაავალა.

დღის ამბები