08 დეკემბერი 2024,   10:07
ვრცლად
როგორც ჩანს, არასწორი კონსულტაციები გაუწიეს ორივე საელჩოს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებით იყო განსაზღვრული, სამართლებრივი ნონსენსი იყო და "ქართულმა ოცნებამ" მის განხორციელებაზე უარი ამიტომაც თქვა.

მისი თქმით, გენერალურ პროკურორს, საბოლოოდ, აირჩევდა მაინც უბრალო უმრავლესობა, რაც პროკურორის მოღვაწეობის დროს შეამცირებდა 1 წლამდე და რაც, მისივე თქმით, კიდევ უფრო გაზრდიდა კორუფციის რისკებს. 

კობახიძის შეფასებით, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს, რომელთაც გადაწყვეტილება ნეგატიურად შეაფასეს, ამ თემაზე კომპეტენტური ინფორმაცია არ აქვთ. 

"როდესაც აშკარა სამართლებრივ ნონსენსთან გვაქვს საქმე, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება ყველა მხრიდან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ეს, რასაც მე ვსაუბრობ, სამართლებრივი კუთხით, 2-ჯერ ორი ოთხია, რომ ეს ნორმა აფუჭებდა რეგულაციას, რაც გვაქვს დღეს განსაზღვრული, აუარესებდა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს არასწორი კონსულტაციები გაუწიეს ორივე საელჩოს.

რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდებით ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს, ყოველთვის ღია ვართ ამისთვის, ეს არის არასწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგი, ბუნებრივია, ელჩები თავად ვერ გააანალიზებენ სამართლებრივ ნორმებს, მათ სჭირდებათ სწორი კონსულტანტები, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ეს სწორი კონსულტაცია არ გაეწიათ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები