16 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
უკვე გარკვეული კონტაქტია დამყარებული პოლიციასა და თავდამსხმელს შორის - ირაკლი ქადაგიშვილი

ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ "საქართველოს ბანკში" შეჭრილ თავდამსხმელსა და პოლიციას შორის გარკვეული კონტაქტი უკვე დამყარებულია.

რაც შეეხება მძარცველის მოთხოვნას, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მისი მოთხოვნების ტირაჟირება არ არის მიზანშეწონილი, რადგან  - "მან არ იგრძნოს, რომ ვითომ გმირია". 

ირაკლი ქდაგიშვილი ასევე ამბობს, რომ ახლა უმთავრესი ადამიანების უსაფრთხოებაა და შემდეგ კი, დამნაშავის დასჯა. 

შეგახსენებთ, ყვარელში, "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული მამაკაცია შეჭრილი და აყვანილი ყავს მძევლები. 

დღის ამბები