ყვარელში, იქ სადაც "საქართველოს ბანკის" შენობაში თავდამსხმელია შეჭრილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩავიდა.
არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკება პოლიციასა და თავდამსხმელს შორის მიმდინარეობს. ამ ინფორმაციას ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი ავრცელებს.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი მძევალი იმყოფება შენობაში. თუმცა ცნობილია, რომ თანამშრომელთა ნაწილმა უკვე მოახერხა ბანკის შენობის დატოვება.
სულ ცოტა ხანში ადგილზე ოფიციაური კომენტარი გაკეთდება.