20 ნოემბერი 2024,   05:10
ვრცლად
"ბანკის შენობაში მხოლოდ დამნაშავე რჩება"- ირაკლი ქადაგიშვილი მძევლების გათავისუფლებას ადასტურებს

ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა "კურიერთან" საუბრისას მძევლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

მისი თქმით, ყველა მათგანი უსაფრთხოდ არის. ბანკის შენობაში კი ამ დროისთვის მხოლოდ დამნაშავე იმყოფება, რომელიც პოლიციის მიერ არის გარშემორტყმული. 

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით ორი საათის წინ შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევრ მილიონს ითხოვდა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

დღის ამბები