16 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
გიორგი გახარია ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩააბარებს

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი მზადყოფნას გამოთქვამს, ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს. გიორგი გახარიას მტკიცებით, სამხარაულის ექსპეტიზის ბიუროში მის მიმართ პროვოკაცია იყო დაგეგმილი, რის გამოც ნარკოტესტს არა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, არამედ ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩააბარებს. 

"უტყუარი ინფორმაცია გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა "ქართული ოცნების" ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამეკეთებინა მე. იმისთვის, რომ არ მივცეთ არავის ასეთი სპეკულაციების გაგრძელების საშუალება, მე არ ჩავაბარებ ამ ტესტს აქ, კომერციულ ლაბორატორიებში. ვაპირებთ ევროპაში, საერთშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს. ამ ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში, რომელიც რა თქმა უნდა იქნება საჯარო,"- განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები