27 აპრილი 2024,   06:47
ვრცლად
მედიის განვითარების ფონდმა, USAID საქართველომ და საქართველოს გაეროს ასოციაციამ, 2020 წლის ანგარიშის "ანტიდასავლური პროპაგანდა" პრეზენტაცია გამართა

მედიის განვითარების ფონდმა, USAID საქართველომ და საქართველოს გაეროს ასოციაციამ, 2020 წლის ანგარიშის "ანტიდასავლური პროპაგანდის" პრეზენტაცია გამართა.

რიგით მეექვსე ყოველწლიურ ანგარიშში, საუბარი იყო მედიამონიტორინგის შედეგებზე.

ანალიზის ნაწილი ტრადიციულ მედიაში გამოვლენილ სხვადასხვა წყაროების ანტიდასავლურ გზავნილებს, ნარატივების სტრუქტურას და დროთა განმავლობაში, მათ ცვალებადობას ეხებოდა.

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის თქმით, გამოიკვეთა მზარდი, რუსეთის მიმართ ნოსტალგიური განწყობები.

"ეს არის უკვე მე-6 ანგარიში, ჩვენ წლებია ვაკვირდებით, ანტიდასავლურ გზავნილებს ქართულენოვან მედიაში. გამოიკვეთა ანტიამერიკული გზავნილების მზარდი ტენდენცია და ორგანიზებული კამპანია.

გამოიკვეთა "პატრიოტთა ალიანსის" მხრიდან NDI-ს და IRI-ს წინააღმდეგ და ყველას გახსოვთ ეს მოვლენები, ამასთანავე, გამოიკვეთა მზარდი, რუსეთის მიმართ ნოსტალგიური განწყობები," - ამბობს თამარ კინწურაშვილი. 

დღის ამბები