22 დეკემბერი 2024,   11:04
ვრცლად
"საპირფარეშოში ვიყავი გათიშულ მდგომარეობაში..." - რას უყვება "კურიერს" ბარ "სკარპას" თაღლითური სქემის მსხვერპლი ჩინელი ტურისტი

კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის საქმეზე დაკავებები გრძელდება. "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს კაფე "სკარპას" კიდევ ერთი თანამშრომელი - ბარმენი დააკავეს.

"კურიერი" ჩინეთის დაზარალებულ მოქალაქეს ესაუბრა, რომელსაც კაფე "სკარპას" თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს.

ჩინელი ტურისტი, "კურიერთან" საუბარში ჰყვება, რომ ის ბარის საპირფარეშოში გათიშულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მისი ბარათიდან 15 000 ლარი მოხსნეს.

"ბარის საპირფარეშოში ვიყავი გათიშულ მდგომარეობაში რა დროსაც ჩემი ბარათიდან თანხები მოხსნეს. ჩემ ბარათით ტრანზაქციის განხორციელება პინკოდის გარეშე შეიძლება. ბევრ დეტალს ვერ მოგიყვებით გამოძიებასთან ვთანამშრომლობ და მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ვიცი რომ დამნაშავეები დაკავებულები არიან. დაზარალებული სხვა პირებიც არიან,"- აცხადებს ტურისტი. 

ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ბარდაველიძის თქმით, ჯერჯეობით საქმის მასალებს არ გასცნობია, დანაშაულის ჩამდნი მთავარი ფიგურანტის დადგენა კი ახლა მიმდინარეობს.

დღის ამბები