დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თხოვნით მიმართა ყველა დამსაქმებელს, მოიკითხონ მათ დაწესებულებებში თანამშრომელთა აცრის მაჩვენებელი.
მისი თქმით, თუ არ აიცრა მოსახლეობის 60-70%, ყოველ 2-3 თვეში სხვადასხვა ინტენსივობის ახალ ტალღას უნდა ველოდოთ.
"თუ ასე გაგრძელდა და ვერ ავწიეთ იმუნიზაციის ყოველდღიური მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, იმ 60%-ზე ვერ გავალთ. ვნახოთ, როგორი იქნება დამყოლობა მოსახლეობის მხრიდან. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ აცრა აუცილებელია, პირველ რიგში, იმ ადამიანისთვის, ვინც იცრება, მერე მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის და ყველა მის ირგვლივ მყოფისთვის.
ამიტომ, ყველა დამსაქმებელს მინდა ვთხოვო - მოიკითხონ როგორია მის დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი. სანამ არ გავალთ 60-70% აცრის მაჩვენებელზე, მანამდე ვერ დაესმება წერტილი ამ ეპიდემიას და სულ, ყოველ 2-3 თვეში გვექნება სხვადასხვა ინტენსივობის ტალღები, რომელიც მოიტანს როგორც ადამიანურ, ისე ეკონომიკურ დანაკარგს ქვეყნისთვის,"-აცხადებს გამყრელიძე.