04 მაისი 2024,   11:06
ვრცლად
ბრიუსელი ბელარუსისთვის ახალი სანქციების დასაწესებლად ემზადება

ბრიუსელი ბელარუსისთვის ახალი სანქციების დასაწესებლად ემზადება - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ვაშინგტონში, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ევროპული კომისიისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ განიხილავენ პოტენციური სანქციების საკითხს იმ ავიაკომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ბელარუსში ადამიანების ტრეფიკინგს ხელს უწყობენ.

დღეს კი ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება, სადაც მიგრანტების საკითხზე ისაუბრებენ. სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.

დღის ამბები