რუსთაველის თეატრი პრემიერის მოლოდინშია. ექსპერიმენტულ სცენაზე 1-წლიანი რეპეტიციისა და სამზადისის შემდეგ ნორვეგიელი დრამატურგის ჰენრიკ იბსენის "ჰედა გაბლერს" ახალგაზრდა რეჟისორი თამარ პოპიაშვილი დადგამს.
სამსახიობო დასთან ერთად სცენაზე 10 წლიანი პაუზის შემდეგ მალხაზ ქვრივიშვილიც დაბრუნდება.
სპექტაკლს, რომელიც პირველად 1891 წელს დაიდგა და ათობით ქვეყანა მოიარა, უკვე 17 ნოემბერს ქართველი მაყურებელიც ნახავს.