20 აპრილი 2024,   11:13
ვრცლად
კამპანიის #ავიცრათერთმანეთისთვის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კავკასიის უნივერსიტეტის გამოწვევა მიიღეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით დაწყებული კამპანიის #ავიცრათერთმანეთისთვის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კავკასიის უნივერსიტეტის გამოწვევა მიიღეს.

კამპანიის ფარგლებში, 1 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს.

აქციის ფარგლებში, სტუდენტებმა ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის - #ავიცრათმანეთისთვის სლოგანით გაავრცელეს.

თავის მხრივ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კამპანიაში ჩასართავად ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები გამოიწვიეს.

ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, დაიწყო. ინიციატივის შესახებ ონლაინმიმართვა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა. მისი განცხადებით, ვაქცინაცია პანდემიის დასრულებისა და გადარჩენის ერთადერთი გზაა. აღნიშნული პროექტი კომპანია "ქოლგას" მხარდაჭერით ხორციელდება.

დღის ამბები