23 ნოემბერი 2024,   09:02
ვრცლად
"ვისაც აცრა სურს - აიცრას, ვინც აცრილია გაიკეთოს "ბუსტერ" დოზა" - ექიმები "ომიკრონის" ძალიან სწრაფად გავრცელების შესახებ გვაფრთხილებენ  

სპეციალისტები მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების ფონზე, რეგულაციების დაცვის უფრო მეტად გამკაცრებასა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ე.წ. ბუსტერ დოზა არის რეალური გზა იმისათვის, რომ ახალი შტამის, "ომიკრონის" ქვეყანაში გავრცელებას წინ აღუდგება. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე ამბობს, რომ "ომიკრონის" შემოსვლას ქვეყანა საკმაოდ მომზადებული უნდა შეხვდეს. 

"დღეისათვის ყველაზე უპრიანი და წარმატებული ნაბიჯი არის არსებული რეგულაციების დაცვის გამკაცრება. ვისაც აცრა სურს, თავის თავად აიცრას, ვინც აცრილები არიან გაიკეთონ მესამე აცრა. ეს "ბუსტერ" დოზა არის კიდევ ერთი რეალური ძალა, რომელიც შეებრძოლება ამ "ომიკრონის" შემობრძანებას. ამიტომ, "ომიკრონის" შემოსვლას ჩვენ უნდა დავხვდეთ ძალიან მომზადებულები," - ამბობს დევი ტაბიძე.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ახალი შტამი "ომიკრონი" ადამიანს მარტივად აინფიცირებს, რაც სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს.

"დელტას" იმისათვის, რომ გამხდარიყო დომინანტური, საქართველოში დასჭირდა ორნახევარი თვე. ამ დროს, ჩვენზე უფრო მრავალრიცხოვან ქვეყანაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში "ომიკრონს", რომ გამხდარიყო დომინანტური, დასჭირდა ორი-სამი კვირა. ეს სერიოზული საფრთხეა.

ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს "კორონავირუსი" და შემდეგ ჩაიტარეს ვაქცინაცია, ისინიც წინააღმდეგობას უწევენ "ომიკრონს" და რეინფიცირების შემთხვევები, "ბუსტერ" დოზის გაკეთების და გადატანის შემდეგ, არის პრაქტიკულად გარანტირებული დაცვა "ომიკრონის" ამ ახალი მუტაციისაგან," - ამბობს ივანე ჩხაიძე. 

დღის ამბები