26 დეკემბერი 2024,   16:42
ვრცლად
დაჭრა ქობულეთში - რას ჰყვებიან ინციდენტის თვითმხილველები  

დაჭრა ქობულეთში - გვიან ღამით ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით კლინიკაში 3 პირი შეიყვანეს. მათ დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული. დაჭრას წინ უძღოდა დაპირისპირება, კონფლიქტში 7 პირი მონაწილეობდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტამდე მამაკაცები ციტრუსით ტვირთავდნენ სატვირთო მანქანას.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რაც შეეხება დაჭრილებს, მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო ჩარევა, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"სამი ადამიანია შემოყვანილი, დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ექსპერტიზის თემაა, რა სახის იარაღით არის დაზიანება. ამ ეტაპისთვის, საშუალო სიმძიმისაა მათი მდგომარეობა. გულ-მკერდის არეშია ძირითადად მიყენებული ჭრილობა და ერთ-ერთ მათგანს ხელის არეში აქვს,“ - ამბობს ექიმი ირინე დოლიძე.

 

დღის ამბები