01 მაისი 2024,   01:44
ვრცლად
კიდევ უფრო შთამბეჭდავი სანახაობა - დღეს "რუსთავი 2-ის" ეთერში "ნიჭიერის" მორიგი ნახევარფინალია

საათზე ნაკლები დრო რჩება მეგა შოუ "ნიჭიერის" დაწყებამდე. წინ არის მეორე ნახევარფინალი და კიდევ უფრო შთამბეჭდავი სანახაობა.

დღევანდელი დღის გარდა დარჩენილია კიდევ ერთი ნახევარფინალი, რის შემდეგაც 31 დეკემბრის ღამეს "ნიჭიერი 2021-ის" გამარჯვებული გამოვლინდება.

პირდაპირ ეთერისთვის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უკვე ყველაფერი მზად არის. დღეს 10 კონკურსანტიდან ჟიური მხოლოდ ორს აირჩევს, მესამე ნიჭიერის ბედს კი, "რუსთავი 2-ის" მაყურებელი გადაწყვეტს. დღესვე გაირკვევა გადავლენ თუ არა ფინალში ის კონკურსანტები რომლებიც ნახევარფინალში ჟიურის ოქროს ღილაკით მოხვდნენ.

დღის ამბები