ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. ის ევროკავშირის საგრანტო პროექტია. პროცესის ფარგლებში გაიმართა დაინტერესებული მხარეების პლატფორმის ფუნქციონირებისა და შესაძლებლობების პრეზენტაცია, აგრეთვე ჩატარდა სტრატეგიის შემუშავების მეთოდიკის სემინარი, მომავალში კი პანელურ დისკუსიაზე კულტურის განვითარების სტრატეგიის ფორმირებაზეც ისაუბრებენ.
პროექტის მთავარი მიზანი ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში კულტურის როლის გაზრდის ხელშეწყობაა. ამისთვის ქალაქს ევროკავშირმა 30 000 ევრო გადასცა.