"რუსთავი 2-ის" მეგა პროექტი, რომლის ფინალამდეც სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
"ნიჭიერის" დასკვნითი ეტაპი და ყველაზე სანახაობრივი შოუ "რუსთავი 2-ზე" ზუსტად 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. თუმცა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში უკვე განსაკუთრებული სამზადისია.
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ფინალისტებისთვის, რომელთა შორის მთავარი პრიზი, ბინა მხოლოდ ერთს გადაეცემა.
თუმცა, დღეს საჩუქრები ყველას ელის. 2021 წლის "ნიჭიერი" სწორედ ყველაზე საზეიმო წუთებში გამოვლინდება.