25 აპრილი 2024,   07:54
ვრცლად
ეროვნულ გალერეაში ირაკლი ფარჯიანის გამოფენის კატალოგისა და ციფრული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნულ გალერეაში მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის გამოფენის კატალოგისა და ციფრული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ორენოვანი კატალოგი მხატვრის ნამუშევრებს აერთიანებს, როგორც სამუზეუმო, ასევე კერძო კოლექციებიდან. კატალოგი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა და მასში სწორედ ის ნამუშევრებია წარმოდგენილი, რასაც ეროვნულ გალერეაში ნახავთ.

რაც შეეხება ციფრულ პროექტს, ეს 10 წუთიანი ანიმაცია გახლავთ, რომელიც მხატვრის მნიშვნელოვან ნამუშევრებს აერთიანებს.

ირაკლი ფარჯიანი პოსტსაბჭოთა ქართული მხატვრობის სტილისა და მიმართულების განმსაზღვრელად რჩება.

დღის ამბები