საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გახსნილ სამძიმრის წიგნში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ვიქტორ სანეევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაკეთდა.
ვიქტორ სანეევი 3 იანვარს, ავსტრალიაში გარდაიცვალა. ის სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ვერცხლის პრიზიორი, ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი იყო. ის 2001 წელს მამაკაცთა შორის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.