ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რეჟისორ თემურ ჩხეიძის სპექტაკლის - "იდუმალი ვარიაციები“ ჩვენება გაიმართა.
ასევე, გამოვლინდნენ ყოველწლიური კონკურსის "თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრის“ გამარჯვებულები. ღონისძიებას კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.