20 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
განახლებული სასწავლო პროცესი და კოვიდრეგულაციები - რა ბერკეტები აქვს განათლების სისტემას კორონავირუსის პრევენციისთვის

საჯარო და კერძო სკოლებში დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა. მშობლებს კვლავ შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ სწავლების ფორმასთან დაკავშირებით და გადაწყვიტონ, ბავშვი საკლასო ოთახში დაესწროს გაკვეთილებს, თუ ონლაინფორმატში. რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრო მზად არის, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედოს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73 პროცენტი ვაქცინირებულია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის თამარ მახარაშვილის თქმით, ყველა სკოლა არის უსაფრთხო  და აღჭურვილია ყველა იმ მოწყობილობით, რომელიც სჭირდება სკოლას კოვიდრეგულაციების დაცვისთვის:

"საქართველოს სკოლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, სასწავლო პროცესი განახლდა, საკლასო ოთახში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა წესი, რომელიც არის და ყველა რეგულაცია, რომელსაც ჩვენ ჯანდაცვის სამინისტრო პროტოკოლით გვიწერს, ამ ინფორმაციით, შეიარაღებულია სკოლა და იცის რა სიტუაციაში, როგორ მოიქცეს,"-აცხადებს თამარ მახარაშვილი. 

სკოლის დირექტორის მანანა სამხარაძის ინფორმაციით, სკოლის ექიმი გადამზადებულია და თვითონ მოახდენს თანამშრომლების ტესტირებას. ამ პროცედურისთვის საჭირო ანტიგენის ტესტები, როგორც დირექტორი იუწყება, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გადასცა სკოლებს. 

დღის ამბები