სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ "ომიკრონი" ბოლო ვარიანტი იქნება - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამების გამოსავლენად იდეალური პირობები ნარჩუნდება.
ამავე დროს იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ "ომიკრონ" შტამი ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე უფრო დიდხანს ჩერდება, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი.
პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ახანგრძლივებს იაპონია; საფრანგეთში კი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა ობიექტებში კოვიდპასპორტის წარდგენის ვალდებულება ამოქმედდა; "ომიკრონის" ტალღამ პიკს მიაღწია იტალიაში; ნორვეგიაში კი აუცრელ მოგზაურებსა და ინფიცირებულების ახლო კონტაქტებს სავალდებულო კარანტინის ნაცვლად, ყოველდღიურად ტესტირება მოუწევთ.