27 აგვისტო 2026,   05:59
ვრცლად
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში ჩაერთო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში ჩაერთო.

პროგრამა, რომელიც 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების ადგილზე აცრას გულისხმობს, სოფელ მეორე სვირში ჩატარდა.

მთავრობის ინიციატივის ფარგლებში, წამახალისებელი პროგრამა პირველ აცრაზე 200, ხოლო ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში,100 ლარის მიღებას გულისხმობს.

ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას, ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ.

დღის ამბები