25 აპრილი 2024,   20:24
ვრცლად
ქუთაისში ქალი იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს - ორი არასრულწლოვანი შვილი მინდობით აღზრდაშია გადაცემული

პოლიციამ ქუთაისში ქალი დააკავა. სამართალდამცველები ადგილზე მეზობლებმა გამოიძახეს. მათი ინფორმაციით, ქალი იარაღს უკანონოდ ინახავდა.

დაკავებისას ქალმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. მისი ორი შვილი თავშესაფარშია გადაყვანილი. კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სწორედ მისმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა შვილმა გადაიღო. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

"წაიყვანეს დედაჩემი, მე კი მინდობით აღზრდაში გამომიშვეს ქობულეთში ქუთაისიდან. იარაღი გაქვთ სახლშიო - რად უნდა მარტოხელა, ორი შვილის დედას იარაღი სახლში, ვერაფერი ვერ ამოიღეს გარდა იმ ტელეფონისა, რომლითაც ვიღებდი,"-აცხადებს დაკავებული ქალის ერთ-ერთი არასრულწლოვანი შვილი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას. 

დღის ამბები