25 აპრილი 2024,   15:31
ვრცლად
ხაშურთან მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა - დაშავებულია 18 ადამიანი, 3-ის მდგომარეობა მძიმეა 

ხაშური-სურამის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.

ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც ავტობანის შემოვლით გზაზე მოძრაობდა, ხაშური-სურამის მონაკვეთზე ხრამში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა ყველა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები