02 მაისი 2024,   09:42
ვრცლად
ბოსფორის სრუტე რუსეთის საზღვაო ძალებისთვის დაიკეტება - მევლუთ ჩავუშოღლუ

ბოსფორი რუსეთის საზღვაო ძალებისთვის დაიკეტება - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი შეასრულებს თურქეთის სრუტეზე მონტროს ხელშეკრულების მუხლებს.  

მონტროს ხელშეკრულება თურქეთს აძლევს უფლებას, აკრძალოს სამხედრო გემების გავლა. 

დღის ამბები