26 აპრილი 2024,   10:39
ვრცლად
ომის შვილები - რუსული დაბომბვისა და სირენების ხმების ფონზე მიწისქვეშეთში დაბადებული უკრაინელი ბავშვები

ომის შვილები, ბავშვები, რომლებიც ტყვიების ხმის ფონზე გაჩნდნენ - ზოგი მეტროში, ზოგი ბუნკერში და თავშესაფარში, ამ ომში უკვე ექვსი ახალშობილი მოევლინა ქვეყნას, სიცოცხლის გაგრძელების ნიშნად.

უკრაინის საავადმყოფოს სარდაფში დაბადებული ბავშვების კადრები ვირუსულად ვრცელდება ინტერნეტში. სტარობილსკის საავადმყოფომ, "ფეისბუკზე" გამოაქვეყნა საბანში გახვეული მტირალი ახალშობილისა და მომღიმარი დედის ამსახველი ფოტოები. ახალი სიცოცხლის დაბადების პარალელურად, მუდმივად ისმის სროლები.

მია ერთ-ერთია იმ 6 ბავშვიდან, რომელიც ომის დროს კიევის მეტროში გაჩნდა. გოგონა 25 თებერვალს დედაქალაქზე საჰაერო იერიშის დროს დაიბადა. ოჯახს მეექვსე შვილი შეეძინა.

ბავშვების დაბადება სიხარულით ამცნო მოსახლეობას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თქვა, რომ ეს არის მთავარი და უმთავრესი მიზეზი, რის გამოც არც ერთ ომში არუნდა დავნებდეთ.

ხერსონის სამშობიაროში, დაბომბვის ფონზე, ორი ბიჭი დაიბადა. დღეს დილით კი, ხარკოვიდან რუსულ აგრესიას გამოქცეულ მშობლებს, ბუკოვინის თავშესაფარში ბიჭი შეეძინათ.

დღის ამბები