რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება აქტიურად მიმდინარეობს.
რეგიონის მუნიციპალიტეტების - ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის მერების, ასევე, კერძო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების შეძენა განხორციელდა.
რეგიონებიდან ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოს მთავრობის დახმარებით ხორციელდება.