04 მაისი 2024,   11:03
ვრცლად
ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე საკომიტეტო მსჯელობა მიმდინარე კვირაში გაიმართება - ოპოზიცია პროცესში აქტიურად ჩაერთვება

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე მიმდინარე კვირის ბოლოს იმსჯელებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესში აქტიურად აპირებენ ჩართვას, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ რეზოლუციის შინაარსთან დაკავშირებით, კონკრეტული შენიშვნები აქვთ.

"მნიშვნელოვანია ორი ასპექტი, ერთი არის მთავრობისადმი მოწოდება, რომელიც უნდა დაკორექტირდეს რეალობიდან გამომდინარე, ისევე როგორც კონკრეტული დღის წესრიგი რეფორმების აუცილებლად არის შესაქმნელი. მეორე არის ევროკავშირისადმი მოწოდება, სადაც აუცილებელია პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.

ამის პარალელურად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროპასთან ინტეგრაცია კონკრეტული მოთხოვნების შესრულებას ნამვილად ითვალისწინებს და განსაკუთრებით, მნიშვნელოვნად თვლიან იმას, რომ ევროპამ ფორსმაჟორულ ვითარებაში განიხილოს საქართველოს ევროკავშირში მიღების საკითხი.

"ევროპასთან ინტეგრაციის საკითხი რა საკვირველია ითვალისწინებს სხვადასხვა მოთხოვნებს, რაზედაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ. ერთია, რომ ეს მოთხოვნები უნდა შესრულდეს და მეორეა, რომ ფორსმაჟორულ საგანგებო სიტუაციაში ევროკავშირმა განიხილოს საქართველოს შეფარება იმ ქოლგის ქვეშ, სადაც ეკონომიკური, სოციალური და უსაფრთხოების თემები არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გია ვოლსკიმ.

დღის ამბები