18 დეკემბერი 2024,   19:03
ვრცლად
როგორც ჩანს, ქალბატონი პრეზიდენტი პირდაპირ თუ ირიბად მოექცა "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ბულინგის ქვეშ - ალუდა ღუდუშაური

 "ქართული ოცნების" წევრისთვის, ალუდა ღუდუშაურისთვის პრეზიდენტის კრიტიკა მმართველი გუნდის მიმართ, დაუმსახურებელი და უარგუმენტოა. მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადებაში აღნიშნულ რამდენიმე ფაქტს გადამოწმება სჭირდება.

"ვფიქრობ, პრეზიდენტისგან ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა და უარგუმენტო პოზიციონირება დავინახეთ, რაც ჩემთვის, პირადად, ძალიან სამწუხაროა. როგორც ჩანს, ქალბატონი პრეზიდენტი პირდაპირ თუ ირიბად მოექცა "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ბულინგის ქვეშ, ეს არის ფაქტი. თუ მის მიერ მოყვანილი ფაქტები მართლაც რეალობაა, ამას შესწავლა სჭირდება,"- აცხადებს ღუდუშაური.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი გუნდი გააკრიტიკა. 

 
დღის ამბები