19 მარტი 2025,   07:50
ვრცლად
უკრაინის ომმა კინოსამყარო გააერთიანა - ბრიტანული კინოაკადემიის 75-ე დაჯილდოებაზე მისული მსახიობები რუსული აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      უკრაინის ომმა კინოსამყაროც გააერთიანა. ლონდონში, "როიალ ალბერტ ჰოლში" ბრიტანეთის კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის რიგით 75-ე დაჯილდოება გაიმართა.

      დაჯილდოებაზე მისული მსახიობები და კინემატოგრაფები, უკრაინის ომისა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

      სამგლოვიარო განწყობა მთელი დაჯილდოების განმავლობაში იგრძნობოდა.

      გლოვის ნიშნად, წითელ ხალიჩაზე, ძირითადად, მუქი სამოსი ჭარბობდა, ბროშებით, დროშებითა და სხვადასხვა აქსესუარით კინემატოგრაფისტები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ამ ფორმით გამოხატავდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც მხოლოდ სამკერდე ნიშნით არ შემოიფარგლა და მედიის წინაშე საკუთარი პოზიციაც ხმამაღლა დააფიქსირა.

      ბრიტანეთის კინოაკადემიის 75-ე დაჯილდოებას მსახიობი რებელ უილსონი უძღვებოდა

      ცერემონიალის წამყვანმა, სანამ ნომინანტებისა და გამარჯვებულების დასახელებას შეუდგებოდა, ვლადიმერ პუტინს სამეფო დარბაზიდან მიმართა და მას შუა თითი უჩვენა. 

      მან ასევე დასძინა, რომ ყველა ჟესტურ ენაზე ეს ჟესტი პუტინისთვისაა. დაჯილდოების პარალელურად, არაერთი მწვავე განცხადება გაკეთდა რუსეთის პრეზიდენტის მისამართით.