02 მაისი 2024,   21:28
ვრცლად
მოსკოვმა შესაძლოა ცრუ ოპერაცია დაიწყოს, რომელიც მოიცავს ქიმიურ იარაღს - იენს სტოლტენბერგი

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინაში შექმნილ ვითარებასა და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. იენს სტოლტენბერგის თქმით, არ არის გამორიცხული რომ მოსკოვმა ქიმიური იარაღი გამოიყენოს:

"ჩვენ შეწუხებული ვართ, რომ მოსკოვმა შესაძლოა ცრუ ოპერაცია დაიწყოს, რომელიც მოიცავს ქიმიურ იარაღს," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ალიანსის ხელმძღვანელი ამბობს, რომ NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას:

"უკრაინელი ხალხი იცავს თავის სახლებს და მომავალს და ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. ხვალ ჩვენ შემოგვიერთდება უკრაინის თავდაცვის მინისტრი და ჩვენი ძველი პარტნიორები საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და ევროკავშირიდან. მთელმა სამყარომ დაგმო ეს ომი. ნატო და ევროკავშირმა უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს რუსეთს. წლების განმავლობაში NATO ათი ათასობით უკრაინელ სამხედროს წვრთნიდა, უმეტესობა მათგანი დღეს ფრონტის ხაზზე იბრძვის. ეს წვრთნები და სამხედრო დახმარება აძლევს საშუალებას უკრაინას თავი დაიცვას. NATO-ს წევრები ყოველთვის დაეხმარება უკრაინას ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებით," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე NATO სრულ მზადყოფნაშია და  ალიანსი მომავალ წლებში თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს, კონკრეტულად კი ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში:

"NATO-ს მთავარი მიზანია, რომ დაიცვას თავის ალიანსი. ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი თავდაცვის გეგმა. ახლა 100 ათასობით სამხედრო უკვე მზადყოფნაშია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა მომდევნო წლების განმავლობაში, ეს გულისხმობს NATO-ს აღმოსავლეთ ნაწილში კიდევ უფრო მეტ სამხედრო ძალას და აღჭურვილობას, ასევე ჩვენ საჰაერო და საზღვაო ძალებს, უფრო მეტ და დიდ წვრთნებს," - აღნიშნა ალიანსის ხელმძღვანელმა.

დღის ამბები