თბილისში, "ედ ბლექ სის" ინიციატივით, დიზაინის ფესტივალი გაიმართა. ჩატარდა ლექციები, სემინარები, პანელური დისკუსიები და ვორკშოპები, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები უძღვებოდნენ. საღამოს კი 2 გრეიმის მფლობელის, ავსტრიელი გრაფიკული დიზაინერის, სტეფან ზაგმაისტერის ლექცია გაიმართა.
დიზაინის ფესტივალი მიზნად ისახავს "ედ ბლექ სის" შემოქმედებითი პლატფორმის ზრდასა და დიზაინის მიმართულების განვითარებას.