20 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
რუსთავში, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი 50 000 ლარით გაიზარდა

რუსთავში, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი 50 000 ლარით გაიზარდა.

დღეიდან პროგრამით მოსარგებლე ბავშვებს რუსთავის მერია თვეში 17 საათიან თერაპიას დაუფინანსებს. მერია დაფარავს ამ ბავშვების სპორტულ და სახელოვნებო წრეებში მეცადინეობის ხარჯებსაც. ამის შესახებ ქალაქის მერმა აუტისტი სპექტრის მქონე მოზარდების მშობლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

ამ ეტაპზე პროგრამაში 170 აუტისტი ბავშვია ჩართული, რომელიც წლის ბოლომდე 200-მდე გაიზრდება.

დღის ამბები