20 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
პოლონეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ბათუმის ახალ ბულვარში ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს

პოლონეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ბათუმის ახალ ბულვარში ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს. გახსნის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში მათ საზოგადოებას მიმართეს.

გაიხსენეს ლეხ კაჩინსკი და მისი ცნობილი სიტყვები. ძეგლის ავტორები ქართველი მოქანდაკეები თეიმურაზ მახარაძე და ოლეგ პატარაძე არიან.

პოლონეთის პრემიერი მათეუს მორავიეცკი ქართველებს მადლობას უხდის ლეხ კაჩინსკის გახსენებისთვის. 

"პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იყო ძალიან მგრძნობიარე იმ ტკივილის მიმართ, რაც მაშინ ხდებოდა, ილახებოდა ღირებულები. ის იყო ძალიან მგრძნობიარე აგრესიის მიმართ, საერთაშორისო აგრესიის მიმართ. მას შემდეგ, რაც კომფრონტაცია მოხდა ასეთ ბარბაროსულ აგრესიასთან, უკვე 14 წელი გავიდა. ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთი თავის პატარა მეზობელ ქვეყანა თავს დაეხა და კაჩინკის ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, მან მაშინვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქათველოს მიმართ.

ძალიან დიდი მადლობა ქართველ მეგობრებს რომლებსაც ახსოვთ ეს ქმედება. პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი საქართველოსი ჩამოვიდა და 2008 წლის 12 აგვისტოს უკრაინის და ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად მან მხარი დაუჭრა თავისუფალ საქართველოს და რა თქმა უნდა პატივი სცა საქართველოს არჩევანს. მან ქართველ მამაც ხალხთან ერთად დაამტკიცა რომ თქვენს ქვეყანას სურს დამოუკიდებლობა და ამით ის გახდა რუსეთის იმპერიის ნომერ პირველი მტერი,.

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ხელი შეუწყო რომ ეს ძეგლი აქ გახსნილიყო. ყველა პარლამენტარს ყველა თვითმმართველობის წარმომადგენელს პოლონეთიდან და საქართველოდან რომელიც მხარს უჭერდნენ ამ ძეგლის გახსნას. დიდი მადლობა ბატონ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს. ჩვენი მეგობრობა ქართულ პოლონური არის ძალიან ძლიერი მიუხედავად იმისა რომ ძალიან ეგზისტენციალური საფრთხეები არსებობს დღევანდელი დღეს რუსეთის აგრესიის გამო,"- განაცხადა პოლონეთის პრემიერ- მინისტრმა. 

დღის ამბები