გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
იმის გასაგებად, მოიპოვა თუ არა სწავლის უფლება, გამოსაცდელმა ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე უნდა გადაამოწმოს.
2026 წელს სწავლის უფლება მოიპოვა 34 150-მა აბიტურიენტმა. სახელმწიფო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862 აბიტურიენტი, კერძო უნივერსიტეტებში კი 11 619.