20 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
თბილისის №198 საჯარო სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ეწვია

თბილისის №198 საჯარო სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ეწვია. მიხეილ ჩხენკელი სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო, შეხვდა აღსაზრდელებსა და მასწავლებლებს, იმყოფებოდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.

მინისტრი დაესწრო არაფორმალურ აქტივობებსაც და ნახა, რამდენად აქტიურად არიან ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სახელოვნებო წრეებში, სპორტულ და არტ-თერაპიის კლუბებში.

დღის ამბები