20 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდები მიმდინარეობს

უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონია შაბათს გაიმართება. გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში დილით ჩამოასვენეს. სად დაკრძალავენ დაღუპულ სამხედროებს, ჯერჯერობით, უცნობია.

ამ წუთებში მიმდინარეობს სამოქალაქო პანაშვიდი თემქაზე მდებარე მარიამ მეგვიპტელის სახელობის ტაძარში, სადაც გიორგი ბერიაშვილი არის დასვენებული.

ასევე, ადგილზე საპატიო ყარაული. პატივის მისაგებად ტაძარში მიდიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს.

საპატიო ყარაული დგას, ასევე, დავით რატიანის სახლთანაც.

დღის ამბები