22 დეკემბერი 2024,   20:38
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრს შეხვდა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრს საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და წარმატებული პარტნიორობა.

შეხვედრაზე მინისტრებმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისა და არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

"დღეს ვიმყოფები საქართველოში, უკრაინასთან ძალიან ახლოს იმ დროს, როდესაც თავისუფალი ქვეყნის სუვერენიტეტი უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. ყველა, ვისაც გვჯერა დემოკრატიის და თავისუფლების, ვალდებული ვართ, ერთად დავდგეთ და შევეწინააღმდეგოთ რუსეთის შემაძრწუნებელ ქმედებებს და უზრუნველვყოთ, რომ მთლიანად ეს რეგიონი არის ადგილი, სადაც პატივს სცემენ თავისუფლებას და სუვერენიტეტს, სადაც რუსეთის ქმედებებს აქტიურად გმობენ," - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი. 

დღის ამბები