კონცერტი ეძღვნება ჯანსუღ კახიძის ხსოვნას, სადაც ბეთჰოვენის მესამე და მეხუთე სიმფონია აჟღერდება.
გენიალური დირიჟორი, კომპოზიტორის და მომღერალი 2002 წლის 7 მარტს გარდაიცვალა. მას შემდეგ, ყოველი წლის მარტში, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი იმართება. დირიჟორის საღამოზე, როგორც კლასიკური მუსიკის შედევრებს, ისე მის მიერ შექმნილ კომპოზიციებს ასრულებენ.
კონცერტში სიმბოლურია გიორგი ვაჩნაძის მონაწილეობა, რომელიც წლების განმავლობაში, ჯანსუღ კახიძესთან თანამშრომლობდა, თუმცა პიანისტისა და დირიჟორის ბოლო კოლაბორაცია ვერ შედგა.
მუსიკალურ საღამოზე მნიშვნელოვანია თბილისის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობა, რომელიც 1993 წელს ჯანსუღ კახიძემ თავადვე დააარსა. მისი სახელობის სიმფონიური ორკესტრი კვლავ განაგრძობს დაწყებულ საქმეს და ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებას ამდიდრებს.
ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი 2 მარტს გაიმართება.
ავტოტი: ნინი ნაცვლიშვილი.