3 დღის განმავლობაში გუდაური ზამთრის სპორტის სახეობების მოყვარულთა ეპიცენტრი იქნება. საქართველოს 14 ქვეყნის 97 სტუმრობს. სკი კროსის მსოფლიო თასის გათამაშების პირველ დღეს, გამარჯვება ორმა სპორტსმენმა იზეიმა. ქალთა შორის, საუკეთესო ფანი სმიტი იყო, კაცებში კი, სიმონე დემოდიმ იმარჯვა.
ბაკურიანი და გუდაური სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ შეჯიბრებებს ყოველწლიურად უმასპინძლებს, რაც საქართველოში, სამთო ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ითამაშებს.
მასშტაბური საერთაშორისო ასპარეზობა პირდაპირ ეთერში “ევროსპორტზე“ გადაიცემა. სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასი 2 მარტამდე გაგრძელდება. 8-9 მარტს კი, გუდაურში სნოუბორდ კროსის შეჯიბრება გაიმართება.