20 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
Okean Elzy​ მალე ქართველი მაყურებლის წინაშე - Tbilisi Open Air 2022 მსმენელის მისაღებად ემზადება

4 სცენა, 80-ზე მეტი შემსრულებელი და 3 დღე - 2 წლის შემდეგ Tbilisi Open Air 2022 მსმენელის მისაღებად ემზადება. ქვეყნის ყველაზე მასშტაბური საფესტივალო ღონისძიება უკრაინის გარშემო ერთიანდება.

უკრაინული როკ-ჯგუფი Okean Elzy​ მალე ქართველ მსმენელს უკვე ლისის უონდერლენდის სცენიდან მიმართავს. ტრადიციულად წლევანდელ Tbilisi Open Air -ის საერთაშორისო არტისტებთან ერთად, სცენას ქართველი მუსიკოსებიც დაიკავებენ.

2022 წელს მუსიკალურ ფესტივალს სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი არტისტები ეწვევიან. ალტ-ჯეი, Cigarettes After Sex, Ajja, Robag Wruhme - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ქართველი მსმენელი, ივნისში Tbilisi Open Air 2022-ის მთავარ სცენაზე შეხვდება.

წელს Tbilisi Open Air 2022ლისი უონდერლენდის ტერიტორიაზე, 24, 25 და 26 ივნისს გაიმართება.

დღის ამბები