19 აპრილი 2024,   13:33
ვრცლად
რაც უფრო ახლოვდება "ნაციონალური მოძრაობისთვის" გარდაუვალი მარცხის გაფორმება, მით უფრო იმატებს მათი მხრიდან პროვოკაციების მცდელობა - რიჟვაძე

აჭარის მთავრობის მეთაური ბათუმის მე-4 სამაჟორიტარო ოლქის ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. როგორც რიჟვაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, შუალედური არჩევნები ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ფორმირების ბედს განსაზღვრავს და მნიშვნელოვანია ბათუმის განვითარებისა და სტაბილურობისთვის. 

"რაც უფრო ახლოვდება "ნაციონალური მოძრაობისთვის" გარდაუვალი მარცხის გაფორმება, მით უფრო იმატებს მათი მხრიდან პროვოკაციების მცდელობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები აღკვეთილი იქნას. ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს მინდა ვთხოვო, ამ პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

ჩემო ძვირფასო ბათუმელებო განსაკუთრებით მე-4 სამაჟორიტარო ოლქის ამომრჩევლებს მინდა ვთხოვო მაქსიმალური აქტიურობისკენ. ვინაიდან ეს არჩევნები აუცილებელია ჩვენი ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისთვის,"- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

განცხადებას აკეთებენ "ნაციონალური მოძრაობაშიც", ბრალდებებს უარყოფენ და ოპონენტების საპასუხოდ ამბობენ, რომ საარჩევნო უბნებთან ადამიანების მობილიზაცია შეინიშნება, რაც შესაძლებელია მიანიშნებდეს მოსალოდნელ პროვოკაციაზე. 

"14 უბანთან შეინიშნება ადამიანების მობილიზება. ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ არჩევნებმა ჩაიაროს ძალიან მშვიდ გარემოში და ამომრჩეველს მიეცეს თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება. 2 ოქტომბერს ამ ოლქის ამომრჩევლებმა ცალსახად განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ცვლილებებს თუ ვინმეს პროვოკაციის მოწყობა უნდა ამ ოლქში თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნება","-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მირდატ ქამადაძე.

ცნობისთვის, საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ბათუმში 14-ვე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მათე ფუტკარაძე და "ქართული ოცნებიდან" რამაზ ჯინჭარაძე.

დღის ამბები