ბათუმში საკრებულოს წევრს ირჩევენ. შუალედური არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭეიშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ამ ეტაპზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ტექნიკური პრობლემები კი რომელიც რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა მალევე იქნა აღმოფხვრილი.
ირაკლი ჭეიშვილი ასევე უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო უბნებთან მობილიზებულია ე.წ ძველი ბიჭები, რომლებიც ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციები დღის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ტარდება. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.
ბათუმი საკრებულოს ერთ დეპუტატს ირჩევს. შუალედური არჩევნებისთვის ბათუმის ოლქში 14 საარჩევნო უბანია გახსნილი. ბათუმში შუალედური არჩევნების მოსაგებად ორი კონკურენტი კანდიდატი - მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობა" და რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნება" იბრძვის.
ბათუმში არჩევნები საკრებულოს გონიო-კვარიათის მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ტარდება.