არჩევნები სრულდება - ამ წუთებში ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი იხურება. მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა, ამომრჩეველთა აქტივობა, როგორც ცესკო აცხადებს, დღეს დამაკმაყოფილებელი იყო.
ბათუმში ორი კანდიდატია, რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნება" და მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობა".
უბნები უკვე დაიხურა რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელშიც. აქ მაჟრიტარი-დეპუტატობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის, ესენი არიან -ირაკლი შატაკიშვილი "ქართული ოცნება", მამუკა ტუსკაძე "სოციალური სამართლიანობისათვის" და კამალ მურადხანოვი "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია".
საარჩევნო დღემ ბათუმსა და რუსთავში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ერთ საათში ცესკო წინასწარ მონაცემებს იტყვის, რადგან ბათუმში ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით მიმდინარეობდა. შეფასებებს გაკეთდება არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების შტაბებშიც.